სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ახალი ავტომობილები გადაეცა

სანაპირო დაცვის ავტოპარკის განახლების მიზანი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და კომფორტული სამუშაო პირობების შექმნაა.
Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს 9 ერთეული ახალი მსუბუქი ავტომობილი გადასცა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები
სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ავტომობილები სადარაჯო ხომალდებისა და კატარღების ეკიპაჟებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში გადაეცათ.
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ავტომობილები
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სანაპირო დაცვის ავტოპარკის განახლების მიზანს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და კომფორტული სამუშაო პირობების შექმნა წარმოადგენს.