ქართული ავიაკომპანია Georgian Wings თბილისს კიშინიოვთან დააკავშირებს

Georgian Wings ქართული ავიაკომპანია Geo Sky-ს სამგზავრო მიმართულებაა.
Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Wings 2024 წლის 20 თებერვლიდან დაიწყებს რეგულარულ რეისს თბილისი-კიშინიოვი-თბილისი, ნათქვამია ავიაგადამიზიდის განცხადებაში.
ფრენები კვირაში ორჯერ - სამშაბათობითა და შაბათობით შესრულდება. მგზავრებს მოემსახურება Boeing 737-300148 ადგილზე გათვლილი Boeing 737-300.
Georgian Wings ქართული ავიაკომპანია Geo Sky-ს სამგზავრო მიმართულებაა. მოლდოვის გარდა, 2024 წლიდან ავიაგადამზიდი ფრენებს დაამატებს ირანის, ყაზახეთისა და უზბეკეთის მიმართულებით.
Georgian Geo Sky სამ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში და ირანში ახალ რეისებს დაამატებს>>
ავიაკომპანია Geosky 2017 წელს დაფუძნდა და წარმატებით საქმიანობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ავიაკომპანიის საქმიანობის სფერო სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვებია.
ამჟამად ავიაკომპანია ფრენებს თბილისიდან ბათუმისა და ბაქოს მიმართულებით ასრულებს.