თბილისი, 11 დეკემბერი − Sputnik. საქართველოში უახლოეს დღეებში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, 15 დეკემბერს კი გამოიდარებს, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
სინოპტიკოსების ცნობით, 15 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის ტემპერატურა პლუს 22 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოშიკი შედარებით ცივი ამინდია მოსალოდნელი.
თბილისში 12-13 დეკემბერს წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, 14-15 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 10 - 12 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმში, ქობულეთში, ანაკლიასა და ფოთში) 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით იწვიმებს. 15 დეკემბერს კი გამოიდარებს და დათბება.
უახლოეს დღეებში დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებშიც (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი). 15 დეკემბერს კი გამოიდარებს და დათბება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 15 დეკემბრამდე წვიმაა ნავარაუდევი. 15 დეკემბერს კი გამოიდარებს და დათბება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) კი 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით თოვაა მოსალოდნელი, 15 დეკემბერს გამოიდარებს.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 10-12 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი კახეთშიც (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო), სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 9-11 გრადუსია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებშიც (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 8-10 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) უახლოეს დღეებში თოვლი, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 4-6 გრადუსი დაფიქსირდება.