თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 12 დეკემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.