თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომღერალ ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებული, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც მომღერალი ამტკიცებს, საუბარია პორნოშინარსის მქონე ვიდეოფაბრიკაციაზე, რომელიც ინტერნეტ-ჩათებში გავრცელდა. ამის შესახებ მომღერალმა სოციალურ ქსელში დაწერა. ის პოსტში წერდა, რომ აუცილებლად სარჩელს შეიტანდა და ყველა დამნაშავეს პასუხს აგებინებდა. მომღერლის პოსტით სპეციალური საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა და მომღერალი გამოკითხვაზე დაიბარა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს, ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157¹-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.