თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება
Sputnik
თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 11 დეკემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაქვის, მანჯგალაძის, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ) და ფეიქრების ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოლნისის, ლერწმის, მანავის, მიხეილ აბრამიშვილის, სახალხოს, იუნკერთა, ჩოლოყაშვილის, იან პრიბილის, რთველაძის, ჩკალოვის, საექიმოს, მეგობრობის, შოთა ნადირაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, დირსიჭალის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ვლადიმერ ლობჟანიძის, ნავთლუღის და სოლომონ დოდაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სუხიშვილის და გახოკიძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ხერგიანისქუჩის მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოლომონ მეორეს და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.