თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების რეკლამა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტურისტულ პლატფორმა Expedia-ზე განთავსდება, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური.
საქართველოს ზამთრის ტურისტული სეზონის სლოგანია Expedia-ზე - „ქვეყანა, რომელიც შენს თავგადასავალს ქმნის“.
Expedia-სა და მის პარტნიორ ვებ-გვერდებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების, ზამთრის კურორტების, ბუნების, სათავგადასავლო ტურიზმისა და სხვა ტურისტული პროდუქტებს შესახებ ინფორმაცია განთავსდება, მომზადება ციფრული ბანერები.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის სამიზნე ბაზრებია: აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საუდის არაბეთი და არაბთან გაერთიანებული საამიროები.
Expedia Group – გლობალური ამერიკული კომპანიაა. ის მოიცავს ვებგვერდებს, რომლებიც ძირითადად მგზავრობის ორგანიზატორები არიან (Expedia.com, CarRentals.com, CheapTickets, HomeAway, Hotels.com, Hotwire.com, Orbitz, Travelocity, Trivago и Venere.com).
კომპანიის მენეჯმენტის თქმით, სიტყვა Expedia ორი სიტყვის - დაზვერვა (ინგლ. EXPloring) და სიჩქარე (ინგლ. speED) - შერწყმაა. კომპანია 1996 წლის ოქტომბერში Microsoft-ის ქვედანაყოფის სახით შეიქმნა.
Expedia-ს მთელ მსოფლიოში 68 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში 200-ზე მეტი ელექტრონული დაჯავშნის ვებ-გვერდს აერთიანებს. Expedia მომხმარებელს ინფორმაციას აწვდის 3 მილიონი ტურისტული, განთავსების ობიექტის, უძრავი ქონების, 500-ზე მეტი ავიაკომპანიის, საკრუიზო და ავტო გაქირავების კომპანიის შესახებ.