ჯანდაცვის სამინისტროს ყველა სერვისი ერთ სივრცეში - თბილისში ახალი ცენტრი გაიხსნა

მოქალაქეები სოციალური მომსახურების მიმართულებით ერთ სივრცეში სრულფასოვან მომსახურებას მიიღებენ
Sputnik
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეები ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სერვისებით სარგებლობას ერთი ფანჯრის პრინციპით შეძლებენ - თბილისში ჯანდაცვის სამინისტროს მომსახურების ცენტრი გაიხსნა, ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოქალაქეები აღნიშნულ ცენტრში სოციალური მომსახურების, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოების, ასევე - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით სრულყოფილ და უწყვეტ მომსახურებას ერთ სივრცეში მიიღებენ.
ახლად გახსნილი ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, მოადგილესთან თამარ ბარკალაიასთან ერთად დაათვალიერა. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით, ერთი ფანჯრის პრინციპით, 15 მომსახურების ცენტრი გაიხსნება.