არაგვის ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

შეზღუდვა 15 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში.
Sputnik
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, არაგვის ხიდზე (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) ავტოტრანსპორტი ცალ სამოძრაო ზოლზე იმოძრავებს, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, შეზღუდვების დაწესება გზაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიდან გამომდინარე გახდა საჭირო.
„გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე, გზის სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება, ხოლო ავტოტრანსპორტის გადაადგილება ცალ სამოძრაო ზოლზე განხორციელდება“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ რეჟიმით ავტოტრანსპორტი მიმდინარე წლის 15 დეკემბრის ჩათვლით იმოძრავებს.