გულის შეტევა: როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მარტო ხართ

Sputnik
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. გულის შეტევა — ეს უეცარი მოვლენაა, რომელიც ხშირად მაშინ ემართება ადამიანს, როდესაც ის ამას ყველაზე ნაკლებად ელოდება, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, არცთუ იშვიათად ისეც ხდება, რომ გულის შეტევა მაშინ იწყება, როდესაც ადამიანი სრულიად მარტოა და სწრაფი დახმარების გაწევა არავის შეუძლია.
სწორედ ამიტომაცაა აუცილებელი, რომ თითოეულმა ჩვენგანმა — განსაკუთრებით მათ, ვისაც გულთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს, იცოდეს, რა უნდა გააკეთოს, თუ შეტევა მოულოდნელად დაემართა.
არ გამოტოვოთ: გულის შეტევის წინასწარი უჩვეულო სიმპტომი - რას უნდა დააკვირდეთ>>
უპირველესად, უნდა იცოდეთ ის სიმპტომები, რომლებიც გულის შეტევას ახლავს. ესენია:
ტკივილი გულმკერდის არეში;
ტკივილი, რომელიც სხეულის სხვა უბნებს — მხრებს, ყბებს, კისერს, ზურგსა და მუცელს გადაეცემა;
თავრბუსხვევა ან სისუსტე;
ოფლიანობა;
ზერელე სუნთქვა;
გულისრევა ან ღებინება;
ჭარბი აღგზნებადობა (პანიკის შეტევის მსგავსი გრძნობა);
თუ ასეთი სიმპტომები იგრძენით, გახსოვდეთ, რომ ამ მომენტიდან გონების შესაძლო დაკარგვამდე ძალიან ცოტა დროა. ამიტომ დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, შემდეგ კი, ექიმების მოსვლამდე, წამოწექით საკმაოდ თავშემაღლებულად (თითქმის წამოჯექით), შეიხსენით საკინძე და:
რაც შეიძლება ხშირად და ძალიან ენერგიულად ახველეთ;
ყოველი დახველების წინ ჩაისუნთქეთ ღრმად;
ამოხველება უნდა იყოს ხანგრძლივი და ასევე ღრმა, თითქოს ფილტვებიდან ნახველს იღებდეთ;
ჩასუნთქვა და ხველება დაახლოებით 2 წამში ერთხელ უნდა განმეორდეს, თანაც გაუჩერებლად;
განაგრძეთ ასე მანამ, სანამ ექიმი მოგეშველებათ, ან გული კვლავ ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება.
არ გამოტოვოთ: გერმანელი კარდიოლოგი მოახლოებული გულის შეტევის უპირველეს სამ სიმპტომს ასახელებს>>
უნდა იცოდეთ, რომ ხველება გულს კუმშავს და სისხლის ცირკულაციას უწყობს ხელს. შესაბამისად, ზემოთ შემოთავაზებული მეთოდი ნამდვილად ქმედითია, ეფექტური და ამასთან, იძლევა შანსს, დახმარების მოსვლამდე შეტევა უკუაგდოთ და მდგომარეობა შეიმსუბუქოთ.

მთავარია, არ დაიბნეთ და შეშინდეთ.