თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირი აპირებს, მისცეს წევრ ქვეყნებს უფლებამოსილება, აუკრძალონ კომპანიებს რუსეთიდან და ბელორუსიდან გაზის შესყიდვა, წერს Financial Times ბრიუსელის დოკუმენტის პროექტზე დაყრდნობით.
„ევროკავშირი აპირებს, მისცეს წევრ ქვეყნებს უფლებამოსილება, შეაჩერონ გაზის იმპორტი რუსეთიდან და ბელორუსიიდან. <...> ბრიუსელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ტექსტის პროექტის მიხედვით, <...> ნებისმიერ წევრ ქვეყანას შეეძლება აუკრძალოს კომპანიებს რუსეთისა და ბელორუსის გაზსადენებიდან და LNG-ტერმინალებიდან სიმძლავრეების შესყიდვა“, — წერს გამოცემა დოკუმენტზე დაყრდნობით.
მაღალჩინოსანი წყაროს თქმით, ამ გადაწყვეტილებას შეუძლია საფუძველი მისცეს ევროკავშირის ენერგეტიკულ კომპანიებს, გავიდნენ რუს მიმწოდებლებთან კონტრაქტებიდან კომპენსაციის გარეშე.
კანონპროექტის თანახმად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიეცემათ უფლება, „ნაწილობრივ ან, სადაც ეს გამართლებულია, სრულად შეზღუდონ“ წვდომა რუსეთისა და ბელორუსის გაზის ოპერატორების ინფრასტრუქტურაზე „სადაც ეს აუცილებელია უსაფრთხოების არსებითი ინტერესების დასაცავად“.
FT-ს ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, პარასკევს დაამტკიცებენ ტექსტის პროექტს.