თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საფრანგეთის გადაწყვეტილება სომხეთისთვის 50 ჯავშანტრანსპორტიორის მიწოდების შესახებ პროვოკაციაა, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
მისი აზრით, ერევანი ამ მარაგებით ვერაფერს მიაღწევს.
„რასაც საფრანგეთი აკეთებს, უბრალოდ პროვოკაციაა. საფრანგეთმა უნდა იცოდეს, რომ სომხეთს სიკეთეს კი არა, პირიქით, ბოროტებას უკეთებს. <...> რა მოხდება ჯავშანტრანსპორტიორების გაგზავნთ? ასეთი ქმედებები არ მოიტანს შედეგს. იმიტომ, რომ ახლა [მთიან ყარაბაღში] დგას აზერბაიჯანი, რომელმაც შეწყვიტა თავისი ტერიტორიის ოკუპაცია. <...> საფრანგეთი უბრალოდ ატყუებს სომხეთს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
რეჯეფ ერდოღანის თქმით, სომხეთის ინტერესებშია, ისარგებლოს მშვიდობის დამყარების შესაძლებლობით და არ მოხვდეს იმ ქვეყნების მახეში, რომლებსაც ის შეცდომაში შეჰყავთ.
მანამდე, 4 დეკემბერს, ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი სომხეთს 50 ჯავშანმანქანა „ბასტიონს“ მიაწვდის. გარდა ამისა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საარტილერიო სისტემა Caesar -ებისა და საზენიტო-სარაკეტო სისტემა „მისტრალ-3-ების“ მიწოდებაზე.