თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 8 დეკემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოლნისის, ლერწმის, მანავის, მიხეილ აბრამიშვილის, სახალხოს, იუნკერთა, ჩოლოყაშვილის, იან პრიბილის, რთველაძის, ჩკალოვის, საექიმოს, მეგობრობის, შოთა ნადირაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, დირსიჭალის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ვლადიმერ ლობჟანიძის, ნავთლუღის და სოლომონ დოდაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), ქიზიყის, ენუქიძის, პეტრე სურგულაძის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.