თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ, 2023 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, 49,84 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 507,96 მლნ ლარით, ანუ 1,03%-ით მეტია სექტემბრის დასაწყისის მაჩვენებელზე.
ანგარიშის თანახმად, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 701,22 მლნ ლარით, ანუ 3,63%-ით, ხოლო დეპოზიტები მოთხოვნამდე შემცირდა 193,25 მლნ ლარით, ანუ 0,64%-ით.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ, მიმდინარე წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, 49,67% შეადგინა, რაც 0,15 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 1 ოქტომბრის მაჩვენებელზე.
სექტემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8,16% შეადგინა, მათ შორის 10,44% - ლარის დეპოზიტებზე, ხოლო 2,09% – უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე.
ივლისის ბოლოს საქართველოში 15 კომერციული ბანკი ფუნქციონირებდა, აქედან 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.