თბილისში ათობით უკანონო ნაგებობა აიღეს

დედაქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ უკანონო საქმიანობისგან.
Sputnik
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ 20-ზე მეტი დაუმთავრებელი შენობის დემონტაჟი მოახდინა, რომლებიც სამგორის რაიონში სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ ტერიტორიებზე უკანონოდ შენდებოდა, იუწყება თბილისის მერიის პრეს-სამსახური.
სახელმწიფოს კუთვნილ ნაკვეთებზე უკანონოდ აშენებული ნაგებობების დემონტაჟი დედაქალაქში ე.წ. აფრიკის დასახლებაში 2020 წლის დეკემბერში დაიწყო და პოლიციასა და ნაგებობების მფლობელებს შორის დაპირისპირებით მიმდინარეობდა.
უკანონო მშენებლობა
ინსპექციის მონაცემებით, სახელმწიფო მიწების უკანონო მიტაცებასა და მათზე ფინანსური მოგების მიზნით შენობების აგებას ბოლო დროს სისტემური ხასიათი მიეცა.
„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ უკანონო ქმედებებისგან, არ შევიდნენ არაკეთილსინდისიერ გარიგებებში თაღლითურ ჯგუფებთან, რომლებიც ჰპირდებიან მათ სახელმწიფო მიწების დაკანონებას, რომ არ მიიღონ ფინანსური ზარალი", - ნათქვამია განცხადებაში.
დედაქალაქში 2017 წლიდან უკანონო მშენებლობაზე ჯარიმების გაზრდა დაიწყო. მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ შემოიღეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები.