თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ თანამდებობა დატოვა - 1 იანვრიდან ის აღარ უხელმძღვანელებს ცენტრს და მისი განცხადება უწყების ვებგვერდზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
„ამ ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება, რომ 1-ელი იანვრიდან, პირადი განცხადების საფუძველზე, დავტოვო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობა. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მქონდა მიღებული და მას არავითარი კავშირი არ აქვს ცენტრის საქმიანობასთან“, - ნათქვამია გორგოძის განცხადებაში.
სოფო გორგოძემ კოლეგებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
ის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა.