თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ტაილანდში (Wheelchair Fencing 2023) ორი მედალი მოიპოვა, იუწყება საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია.
ტაილანდში 5-8 დეკემბერს იმართება 2023 წლის მსოფლიო თასი ეტლით ფარიკაობაში, რომელშიც საქართველოს სახელით სამი სპორტსმენი ასპარეზობს: ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი.
ხმლით ასპარეზობაში ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიგეს. ორივე სპორტსმენი ტურნირზე ასპარეზობას გააგრძელებს.
გვანცა ზადიშვილთან ერთად მოფარიკავეები 7 დეკემბერს რაპირით გამოვლენ, ხოლო მომდევნო დღეს, 8 დეკემბერს გუნდურ შეჯიბრებაში ჩაერთვებიან.