მსოფლიო დღეს

ისრაელს ომის ერთ დღეში მოგება შეუძლია: ნაფთალი ბენეტი მიზეზს ასახელებს

Sputnik
თბილისი, 6 დეკემბერი − Sputnik. ისრაელი რომ თავშეკავებულად არ მოქმედებდეს ღაზის სექტორში, ჰამასთან ომს აქამდე მოიგებდა, განუცხადა BBC-ის ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნაფთალი ბენეტმა.
„ისრაელი ღაზაში თავშეკავებას იჩენს. ჩვენ რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენება გვინდოდეს, ომს ერთ დღეში, უკვე 8 ოქტომბერს მოვიგებდით. ჩვენ შეგვეძლო განურჩევლად დაგვებომბა ღაზა, <...> ეს იქნებოდა ყველაზე მარტივი სვლა, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ“, − აღნიშნა მან.
საერთაშორისო საზოგადოება, ისრაელის უახლოესი მოკავშირის, აშშ-ის ჩათვლით, მოუწოდებს ისრაელს, უფრო მეტი გააკეთოს იმისთვის, რომ ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მინიმუმამდე დაიყვანოს.
ღაზის სექტორის ხელისუფლების მტკიცებით, რომელსაც ჰამასი აკონტროლებს, ომის დაწყებიდან დღემდე ღაზაში 16 248 კაცი დაიღუპა. ჰამასის თქმით, აქედან 7000 ბავშვია, თითქმის 5000 კი ქალი. ისრაელსა და აშშ-ს ჰამასის მონაცემები არასანდოდ მიაჩნიათ.
წყარო: BBC