ეკატერინე ორჯერ გათხოვდა, მაგრამ, როგორც ჩანს, თავადის ასული პირად ცხოვრებაში ბედნიერი არ ყოფილა.
თავის პირველ ქმართან, მიშელ სეგალთან, რომელიც თბილისში გადმოსული ფრანგი იყო, ეკატერინემ მშობლებისგან მალულად დაიწერა ჯვარი. თავადის ასულს მისგან შეეძინა ვაჟი, რომელიც გრიგოლ თარხან-მოურავმა ეკატერინეს მეუღლესთან დაშორების მერე თავს გვარზე დაწერა.
მეორე ქმარი რუსი თავადი მოროზოვი იყო. საბჭოთა ხელისუფლება თავადის ასულს ჟორდანიას მთავრობასთან კავშირში ადანაშაულებდა. ქართველი თავადის ოჯახი 37 წლის რეპრესიებს გადაურჩა. იმ პერიოდში, პარიზელების მიერ ულამაზესად აღიარებული ქართველი თავადის ასული თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში მოწყალების დად მუშაობდა. ასეთია ეკატერინე თარხან მოურავის სევდიანი ცხოვრების ამბავი.
სილამაზე ბედნიერების აუცილებელი პირობა არ არის ხოლმე...
ნინო მამულაშვილი