თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 5 დეკემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), ლოჭინის დასახლების (ნაწილობრივ), ლოჭინის და ჭირნახულის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, გეთიას და ჯანელიძის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ურიცკის, სამრეკლოს, ბუხაიძის, ტირიფონის, დოქის, კუმისის, ანთელავას, შურდულის, თოიძის, სუნდუკიანის, მაზნიაშვილის და ჭოხონელიძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის, ავთო ვარაზის, ფერმწერთა დაქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.