დუშეთში დათვი მოკლეს : რა სასჯელი ემუქრება ბრაკონიერს

მურა დათვი „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობათა ჩამონათვალშია შეტანილი.
Sputnik
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩალისჭალაში მურა დათვის მოკვლისთვის ბრაკონიერები დააკავეს, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მურა დათვი „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობათა ჩამონათვალშია შეტანილი და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში არის გადაგზავნილი.
ამასთან, ბრაკონიერებს 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდაც მოუწევთ გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის.
საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილ ან უმწეო მდგომარეობაში მყოფ ცხოველებზე და ფრინველებზე ნადირობა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი შრომით 2 წლამდე ვადით ანდა სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.