მსოფლიო დღეს

სერბეთის პრეზიდენტმა ბელარუსს მეგობრული ქვეყანა უწოდა

სერბეთის ლიდერმა ლუკაშენკოს შეხვედრისთვის დროის გამონახვა შესთავაზა
Sputnik
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ბელარუს კოლეგა ალექსანდრ ლუკაშენკოსთან საუბრის შემდეგ ბელარუსს მეგობარი ქვეყანა უწოდა და ორმხრივი შეხვედრისთვის დროის გამონახვა შესთავაზა.
ნოემბრის ბოლოს ლუკაშენკომ ვუჩიჩს იმ პოლიტიკაში გარკვევისკენ მოუწოდა, რომელსაც სერბეთის ხელისუფლება ატარებს რესპუბლიკის მიმართ, სურთ „კუდის ქნევა და ბელარუსის წინააღმდეგ ევროპული და ამერიკული სანქციების მხარდაჭერა“ თუ თანამშრომლობა. ამასთან, მინსკმა ბელგრადში ახალი ელჩი - საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი სერგეი მალინოვსკი გაგზავნა.
„რა თქმა უნდა, ვესაუბრე ლუკაშენკოს. სერბეთში ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკრიტიკებენ, არ იციან, რა სანქციები დააწესეთ და რა არა. ჩვენი ორი ქვეყანა მეგობრულია და მე ვთქვი, როცა არჩევნები ჩატარდება (17 დეკემბერი - რედ.), მომავალ წელს ჩვენ გამოვნახავთ დროს ჩვენი შეხვედრებისთვის“, - ვუჩიჩის სიტყვებს ციტირებს РИА Новости.
სერბეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან განცხადება დუბაიში გააკეთა, სადაც გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენცია ტარდება.