ზოდიაქოს ექვსი ნიშანი და მათი „შავი სია“: თუ გინდათ, რომ ამ სიაში არ მოხვდეთ...

ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებს სიძულვილის თავიანთი „შავი სია“ აქვთ. მათ სძაგთ ადამიანების გარკვეული თვისებები და თუ ეს დაინახეს თავიანთ ახლო გარემოცვაში, სიძულვილის გრძნობა ეუფლებათ, მათი რისხვა კი შეიძლება საშინელ შურისძიებაში გადაიზარდოს.
Sputnik
ჩვენი ჰოროსკოპიდან შეიტყვეთ, ზოდიაქოს რომელი ნიშნები არიან დიდი ცინიკოსები, შურისმაძიებლები და როგორ არ უნდა მოიქცეთ, თუ მათთან ურთიერთობების შენარჩუნება გსურთ.
კურო
კუროს არ უყვარს, როცა მის ახლო გარემოცვაში უპირატესობის მქონე ადამიანები არიან, მას რამით სჯობიან. ის აღმერთებს, როცა თავს მძლეთამძლედ გრძნობს და ადამიანებს ხელმძღვანელობს. ამასთან, მისი მართვის სტილში ერთდროულად „ცუდი პოლიციელისა“ და „კარგი პოლიციელის“ სტილია შერწყმული.
სანამ თამაშის მსვლელობა მასზეა დამოკიდებული, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ თუ ვინმე გაბედავს მასთან კამათს, მისი პოზიციების დაკავებას, მაშინვე „შავ სიაში“ შევა. პრინციპში, ასეთი დამოკიდებულება აქვს ყველას მიმართ, ვინც მას რამით ჯობია.
მტრობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის – ყველაზე დაპირისპირებული ნიშნები
კირჩხიბი
კირჩხიბს ადამიანები შერჩეულად სძულს; და რომ შეძულდეს კირჩხიბს, ადამიანი მას უპატივცემულოდ უნდა მოექცეს, შეურაცხყოფა მიაყენოს, დაგესლოს, არ მოუსმინოს, ყურადღება არ მიაქციოს, მოატყუოს და უღალატოს. სინამდვილეში, კირჩხიბი ბევრს არ ითხოვს, უბრალოდ, ზემოთ ჩამოთვლილი მას ღრმა ჭრილობებს აყენებს.
ხშირად კირჩხიბი ამ ადამიანებს არც განუმარტავს, რომ მასთან ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია. ის ითმენს, ითმენს, შემდეგ კი... ჩნდება უკიდეგანო, მძვინვარე სიძულვილი. კირჩხიბი ვერ იტანს ტყუილს და თუ ვინმე ამხილა სიცრუეში, ის ავტომატურად გადადის „შავ სიაში“.
ზოდიაქოს ნიშნების ვენდეტა
ქალწული
ქალწული თავისი კანონებით ცხოვრობს და ვერ იტანს, როცა ვინმე ამ კანონებს არღვევს. ამასთან, ვერ იტანს არასერიოზულ, ქარაფშუტა და ზარმაც ადამიანებს. თუ ქალწული თქვენი საქმიანი პარტნიორია, კოლეგა ან, უბრალოდ, ნაცნობი, რომელთანაც ურთიერთობა გსურთ, მასთან შეხვედრაზე „გამოწკეპილი“ უნდა მიხვიდეთ.
ასევე ქალწული ჭკვიანია და ის იფიტება, იღლება და ღიზიანდება, როცა მის ინტელექტუალურ დონეზე დაბლა მყოფ ადამიანთან აქვს ურთიერთობა.
ზოდიაქოს ყველაზე არაპროგნოზირებადი და ორიგინალური ნიშნები
მორიელი
მორიელი, შეიძლება ითქვას, არავის ენდობა ბოლომდე. ყოველთვის ეჩვენება, რომ სადღაც საფრთხეა ჩასაფრებული და ყოველი ადამიანი მისი ცხოვრებისთვის პოტენციურად საშიშია.
თუ გსურთ, რომ მორიელის თვალში არ დაეცეთ, მას უნდა დაუმტკიცოთ, რომ სწორედ ის ადამიანი ხართ, რომელსაც შეიძლება და უნდა ენდოს. ეს გზა კი იოლი ნამდვილად არ იქნება. იმ შემთხვევაში, თუ მორიელის ღირსებას შეეხეთ, ცუდად იქნება თქვენი საქმე – ასეთ ლამაზ და სასტიკ შურისძიებას ვერსად ნახავთ.
ზოდიაქოს ნიშნების ტიპური ცხოვრებისეული შეცდომები
თხის რქა
დაიმახსოვრეთ: თხის რქისთვის არსებობს ორი ცნება: თუ მართალი არა ვარ, მაინც მართალი ვარ და ყველაზე ნიჭიერი, გამოცდილი და ბრძენი ვარ – მორჩა. ამიტომ, თუ თხის რქასთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება გსურთ, ნუ შეეწინააღმდეგებით მას, ყველაფერში დაეთანხმეთ. ფიქრადაც კი არ გაივლოთ, რომ თხის რქა რამეში ცდება – ის ამას მალე იგრძნობს და „კოცონზე დასაწვავად“ გაგგზავნით.
ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი მეგობარი ნამდვილად სანატრელია: საიმედო, შრომისმოყვარე და გამგები.
როგორ იტყუებიან ზოდიაქოს ნიშნები
მერწყული
მერწყულს ყველა ადამიანი უყვარს. მაგრამ მისთვის ადამიანია ის, რომელიც არ ატარებს ნიღაბს და არის ისეთი, როგორიც არის. ასეთ შემთხვევაში მერწყული ნებისმიერს გაუგებს, არ გაკიცხავს და დაეხმარება კიდეც. მაგრამ თუ მასთან ბოროტი გულით, სხვისი ნიღბითა და თავხედური ზრახვებით მიხვედით, მის პირად სივრცეში შეიჭერით, ჯობს, უკანმოუხედავად გაიქცეთ, წონააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ „მორალური სიკვდილისთვის“ ხართ განწირული.
მერწყულმა, რაღაცნაირად, იცის გონების გაწმენდა და სინდისის გაღვიძება და როცა ბოროტ ადამიანში სინდისი იღვიძებს, ეს ძალიან დიდ სიმწარედ ექცევა მას.