თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. კოტე მარჯანიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობის წინ ცნობილი მსახიობის ზურაბ ყიფშიძის ვარსკვლავი გაიხსნა.
ვარსკვლავის გახსნამდე თეატრში წარმოადგინეს სპექტაკლი „მეფე ლირი“. ზურაბ ყიფშიძემ ამ სპექტაკლში ორჯერ მიიღო პრემია „მამაკაცის საუკეთესო როლისთვის“.
ზურაბ ყიფშიძე 70 წლისაა. მან დაამთავრა რუსთაველის სახელობით თბილისის თეატრალური ინსტიტუტი და გერასიმოვის სახელობის მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი. არის თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი.
ზურაბ ყიფშიძეს შესრულებული აქვს როლები ფილმებში: „როცა აყვავდა ნუში“, „ამბავი სურამის ციხისა“, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“, „ორფეოსის სიკვდილი“, „ნეილონის ნაძვის ხე“, „ანთიმოზ ივერიელი", „ოქროს ძაფი" და სხვ.