უამინდობის მიუხედავად ბათუმის აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს

შემდგომ რეისებს რაც შეეხება, ამინდზეა დამოკიდებული, აღნიშნეს აეროპორტში.
Sputnik
თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, მიუხედავად უამინდობისა, შეუფერხებლად მუშაობს, ყველა რეისი განრიგით სრულდება, განუცხადეს Sputnik–საქართველოს აეროპორტის ადმინისტრაციაში.
უამინდობამ შავის ზღვის კურორტებზე პრობლემები შექმნა. ბათუმსა და ქობულეთში 25 კმ/სთ სიჩქარის ქარმა და წვიმამ, ზღვაზე 7–8 ბალიანმა ღელვამ დააზიანა ქალაქების ინფრასტრუქტურა, დატბორა ბულვარების მიმდებარე ქუჩები.
„ყველა რეისი განრიგის მიხედვით სრულდება. არანაირი შეფერხება არ ყოფილა. რა იქნება შემდგომ, ამინდზეა დამოკიდებული, ჯერ ვერაფერს ვიტყვით“, – განაცხადეს აეროპორტში.
აჭარის სანაპიროზე 8-ბალიანი შტორმია>>
სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა საქართველოში 29 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს