გუდაური-კობის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია

მოძრაობა ზვავსაშიშროების გამო აიკრძალა.
Sputnik
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზის შემდეგ, შეზღუდვები ზვავსაშიშროების დიდი რისკის გამო დაწესდა.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია.
თოვლმა გზებზე პრობლემები შექმნა - სად მოქმედებს შეზღუდვები>>
კვირას გვიან საღამოს შეზღუდვები სატვირთო ავტომობილების გადაადგილებაზე დაწესდა.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს