წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი
23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი მშვილდოსნის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს დამოუკიდებელ ხასიათს ანიჭებს. არიან მრავალმხრივი ნიჭის პატრონები და უკიდეგანო შესაძლებლობების მქონე ადამიანები.
მნიშვნელოვანი წლებია: 36, 40.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ხმალა (გლადიოლუსი).
ეს ადამიანები არიან მშვიდი, შრომისმოყვარე, ყურადღებიანი, არ ისწრაფვიან ლიდერის პოზიციების დასაკავებლად. გუნდში თანამოაზრეებთან ერთად დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლიათ.
26 ნოემბერს დაბადებულები
26 ნოემბერს დამოუკიდებელი ადამიანები იბადებიან. ისინი ყველაფერს თავისებურად აკეთებენ და ეს თვისება ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობა იჩენს ხოლმე თავს. თუ ბავშვის დამოუკიდებლობა მშობლების მხრიდან წახალისებულია, ისინი მოტივირებული, წარმატებაზე ორიენტირებული პიროვნებები იზრდებიან.
მათთვის, პრაქტიკულად, უცხოა „ჯოგური“ ინსტინქტი და რაიმეს იძულება - სრულიად წარმოუდგენელი.
ამ დღეს დაბადებულებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ნებისმიერი საქმიანობიდან პრაქტიკული შედეგის მიღება. აქვთ ყველაზე უცნაური, წარმოუდგენელი პროექტების რეალიზების უნარი. აინტერესებთ ყველაფერი არაორდინარული.
26 ნოემბერს დაბადებული მშვილდოსნები დაუოკებელი ნატურები არიან. დაბადებით ენთუზიასტები, მკვლევარები, ნოვატორები. უყვართ თავგადასავლები, მოგზაურობა. დიდ ძალას ხარჯავენ კარიერული მიზნების მიღწევისთვის.
ამ დღეს დაბადებულებს უყვართ სწავლა, რაც შესანიშნავ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში ეხმარება. როგორც საქმის სპეციალისტები, საზოგადოებრივ აღიარებას იღებენ. მათთვის სტატუსი, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში.
ამ დღეს დაბადებულებს შეუძლიათ თავდადებითა და უზომოდ შრომა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინ კონკრეტულ მიზანს ხედავენ. ამ დღეს დაბადებულთაგან კარიერას ბევრი 35 წლამდე იკეთებს, მაგრამ შრომის ნაყოფის მომკას არ ჩქარობენ, ყოველთვის აქვთ სამოძრაო მიზანი. თუ პროფესიულად და პიროვნულად არ განვითარდნენ. მათთვის ცხოვრების აზრი იკარგება.
ჯანმრთელობა
26 ნოემბერს დაბადებულები დიდი ენერგიით გამოირჩევიან, მაგრამ ამ ენერგიის სწორად განკარგვა ბევრმა არ იცის. თუ ზედმეტი ენერგია დაუგროვდათ, ეს მათზე შხამივით მოქმედებს - ხდებიან გაღიზიანებული, ნერვული, ხშირად იცვლიან სურვილებს, განწყობას, რაც კარიერასა და ოჯახში ურთიერთობებს უშლის ხელს.
ჰარმონიის მისაღწევად მათთვის რეკომენდებულია გონებრივად და ფიზიკურად მაქსიმალურად დაკავდნენ. მხოლოდ მუშაობა ასეთი აქტიური ადამიანებისთვის დიდი ვერაფერი შვებაა, ხოლო მუშაობას + ჰობი - პრაქტიკულად, იდეალური შერწყმაა.
რჩევა:
არ გიყვართ მარტოობა? ეცადეთ, საზოგადოებისგან დიდხანს იზოლაციას მოერიდოთ. საჭირო არაა საკუთარი ნერვების გამძლეობა შეამოწმოთ. პროდუქტიული, სასიამოვნო ურთიერთობები ნამდვილად ჯობია მარტოობის ნაღველს.