რამდენი ფული დახარჯეს ქართველმა ტურისტებმა საზღვარგარეთ - ახალი მონაცემები

საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში, გარდა იმისა, რომ საყიდლებზე მიდიან, ნაცნობებსაც სტუმრობენ
Sputnik
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები 2023 წლის მესამე კვარტალში საზღვარგარეთ 592,4 მლნ ლარი დახარჯეს, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 7,1%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
მოგზაურები საქართველოდან უცხოეთში ვიზიტის დროს საშუალოდ 915,3 ლარს ხარჯავდნენ - 12%-ით ნაკლებს, ვიდრე გასული წლის ივლის-სექტემბერში. ყველაზე მეტი თანხა ქართველმა ტურისტებმა დახარჯეს შოპინგზე, საკვებსა და სასმელზე, განთავსებაზე.
საქართველოს მოქალაქეების ხარჯები საზღვარგარეთ 2023 წლის მესამე კვარტალში

რაზე დახარჯეს

ხარჯები, მლნ ლარი

წილი მთლიან ხარჯში, %

ხარჯები ვიზიტზე, %

საყიდლები

236,7

40,0

365,7

კვება

137,9

23,3

213,1

განთავსების ხარჯი

119,8

20,2

185,1

ადგილობრივი ტრანსპორტი

51,1

8,6

79,0

გართობა

28,5

4,8

44,1

სხვა

18,3

3,1

28,2

საქართველოს მოქალაქეები 2023 წლის მესამე კვარტალში საზღვარგარეთ 819,9 ათასჯერ გავიდნენ, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებზე 18,2%-ით მეტია.
გასვლითი ვიზიტების უმეტესობა (45,4%) 31-50 წლის რეზიდენტებმა განახორციელეს.
ტურისტული ვიზიტების საერთო რაოდენობა შედგენს 397,6 ათასს, რაც 38,2%-ით მეტია 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 41,5%. მეორე ადგილზეა სომხეთი – 16%-ით, შემდეგ მოდის რუსეთი (14,4%), აზერბაიჯანი (1,4%) და ევროკავშირის ქვეყნები – 14%.
ამასთან, ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა.
საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში ვიზიტების მიზნები 2023 წლის მესამე კვარტალში

გამგზავრების მიზანი

ტურისტების რაოდენობა, ათასი

წილი ტურისტების საერთო რაოდენობაში, %

შოპინგი

216,1

33,4

მეგობრების და ნათესავების მონახულება

205,0

31,7

დასვენება და გართობა

106,0

16,4

პროფესიული საქმიანობა

75,8

11,7

მკურნალობა

18,7

2,9

სხვა

25,6

4,0

მესამე კვარტალში საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ვიზიტების ხანგრძლივობამ საშუალოდ 7,2 ღამე შეადგინა, რაც 13,4%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.