თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის დანაშაულის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 53 წლის მამაკაცი, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვან გოგონას აედევნა ქუჩაში და მის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს