თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. თბილისის რიგით 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი საქართველოს დედაქალაქში 26 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება - კინომოყვარულებს სხვადასხვა ქვეყნის ახალი ფილმი ელოდებათ.
ფესტივალის გახსნაზე ნაჩვენები იქნება ნანა ჯორჯაძის ფილმი „პეპლების იძულებითი მიგრაცია“. აღსანიშნავია, რომ ჯორჯაძეს საპატიო პრიზით „ოქროს პრომეთეთი" დააჯილდოვებენ.
სექციაში, „რეჟისორი ფოკუსში” პორტუგალიელი რეჟისორი, პედრუ კოშტა იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ასევე გადასცემენ საპატიო „პრომეთე".
წელს კინოფესტივალს ეწვევიან კინემატოგრაფისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან: ბენუა ვოლნე (საფრანგეთი), თომას ჰაიზე (გერმანია), ვეით ჰელმერი (გერმანია), დოვერ ქოსაშვილი (ისრაელი), რეზა მირკარიმი (ირანი) და სხვ.
სომხური კინოს 100 წლისთავთან დაკავშირებით, წელს თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში „ქვეყანა ფოკუსში“ წარმოდგენილი იქნება სომხეთი.
დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები და მათ გადაეცემათ ფესტივალის პრიზი - „ოქროს პრომეთე“. საკონკურსო ფილმებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციაში:
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
საკონკურსო ფილმებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციაში:
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალი წარმოადგენს ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს შემდეგ სექციებში: ევროპული ფორუმი, ევროპული კინოს თვე, ჰორიზონტები, დამზადებულია გერმანიაში, ქვეყანა ფოკუსში-სომხეთი, ბრიტანული კინორეჟისორი ფოკუსში-პედრუ კოშტა, სამყარო დოკუმენტურ კინოში, აპოლო: კინოს მეხსიერება, განსაკუთრებული სეანსები და ქართული პანორამა.
24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „ამირანში”.