საქართველოში მომდევნო დღეებშიც ცვალებადი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
Sputnik
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 27 ნოემბრამდე ცვალებადი ამინდია ნავარაუდევი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის ცალკეულ რაიონებში 24 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, 25-26 ნოემბერს გამოიდარებს და დათბება, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ წვიმაა მოსალოდნელი.
თბილისში 25-26 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 17-19 გრადუსია მოსალოდნელი. 27 ნოემბერს იწვიმებს, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი, ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს10-12 გრადუსამდე დაიკლებს.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 25-26 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა პლუს 20-22 გრადუსამდე მოიმატებს. 27 ნოემბერს კვლავ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) შაბათ-კვირას თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 27 ნოემბერს კვლავ აცივდება და გაწვიმდება. დღისით ჰაერის ტემპერატურა პლუს 19-21 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 25-26 ნოემბერს სითბოს ფონზე ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 15-17 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) 25-26 ნოემბერს შედარებით სითბოს ფონზე ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, 27 ნოემბერს კვლავ ცივი და თოვლიანი ამინდია ნავარაუდევი. ჰაერი პლუს 10-12 გრადუსამდე მოიმატებს.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) უქმეებზე უნალექო ამინდი იქნება, 27 ნოემბერს კი კვლავ ცივი, ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი დღისით პლუს 17-19 გრადუსი იქნება.
კახეთში(საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 25-26 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, 27 ნოემბერს კი კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 18-20 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური დედოფლისწყარო) 27 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 ნოემბერს აცივდება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს14-16 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებშიც (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) უქმეებზე უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება ხოლო 27 ნოემბერს ძლიერი თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი