თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. „მანჩესტერ სიტის”, მადრიდის „რეალის”, „ბარსელონასა” და „ნიუკასლის” კვალდაკვალ საქართველოს ნაკრებისა და იტალიის „ნაპოლის“ 22 წლის გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას გადმობირების სურვილი ლონდონის „ჩელსიმ” გამოთქვა, იუწყება ამერიკული საერთაშორისო სპორტული არხი ESPN.
კვარაცხელია ნეაპოლიტანურ კლუბში 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა - კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
„ჩვენი ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიასთვის ბრძოლაში „ჩელსი“ „მანჩესტერ სიტის“, მადრიდის „რეალს“ „ბარსელონას“ და „ნიუკასლს“ შეუერთდა. ჩვენი წყაროების ცნობით, ლონდონელები ახალ თავდამსხმელს ეძებენ. კვარაცხელიას ტრანსფერი შეესაბამება დიდი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა მოთამაშეების მოზიდვის თაობაზე „ჩელსის“ სტრატეგიას “, - წერს ESPN.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ „ნაპოლი“ 22 წლის ფეხბურთელის თაობაზე ნებისმიერ ოფიციალურ განაცხადს ბლოკავს.
ხვიჩა კვარაცხელია დაახლოებით 100 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა „ჩელსის“ თეორიულად არ უჭირს, უეფას წესების მიხედვით კლუბს აღარ შეუძლია დიდი თანხის დახარჯვა “, - განმარტავს ESPN.
კვარაცხელიასთან ერთად „ჩელსი“ მის თანაგუნდელს - თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენსაც აქტიურად აკვირდება.
რაც შეეხება კვარაცხელიას, მიმდინარე სეზონშზე მან „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 15 მატჩი ითამაშა, სამი გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
იტალიური „ნაპოლის ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია 2022/23 წლის სეზონის А სერიის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელდა. გარდა ამისა, კვარაცხელია სამჯერ აღიარეს იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ, ხოლო ჩემპიონატის 26-ე ტურში „ატალანტასთან“ გატანილი გოლი კი 2023 წლის მარტის საუკეთესო გოლად იქნა აღიარებული.