თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარე იუსი ჰალა-აჰოსთან გამართულ შეხვედრაზე საპარლამენტო დიპლომატიისა და პარლამენტებს შორის შემდგომი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილა, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი ხელმძღვანელობს, ფინეთში სამუშაო შეხვედრებს მართავს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ძალისხმევისადმი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. მან ხაზი გაუსვა ფინეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ ასევე შეხვედრები გამართა ფინეთი პარლამენტის საგარეო საქმეთა, თავდაცვის, განათლებისა და კულტურის კომიტეტებთან, ასევე საქართველო- ფინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ფინეთის რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 8 ივლისს.რესპუბლიკებს მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ, რომელიც ეფუძნება დამოუკიდებლობისა და არჩევანის თავისუფლებისთვის ბრძოლის საერთო წარსულსა და ერთგულებას ერთიანი ევროპული ღირებულებებისადმი.