კვარაცხელია „პსჟ“-ში მბაპეს შეცვლის– Onefootball

კვარაცხელიას კონტრაქტი „ნაპოლისთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
Sputnik
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საფეხბურთო კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“ საქართველოს ნაკრების და იტალიის „ნაპოლის“ თავდამსხმელთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაფორმებას შეეცდება იმ შემთხვევაში, თუ თავდამსხმელი კილიან მბაპე „პსჟ“-ს დატოვებს, წერს ავტორიტეტული ონლაინ-პლატფორმა Onefootball.
საფრანგეთის ნაკრების კაპიტანს „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს ეწურება. ფრანგულ კლუბს ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება სურს, თუმცა რამდენიმე გამოცემის ინფორმაციით, თავად მბაპეს მადრიდის „რეალში“ უნდა გადასვლა.
„თუ კილიან მბაპე ზაფხულში კლუბს დატოვებს, „პარი სენ-ჟერმენი“ „ნაპოლის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას შეეცდება. საინტერესოა, რომელი კლუბი იქნება ქართველის შემდეგი გამოწვევა“, – წერს Onefootball-ი.
რაც შეეხება კვარაცხელიას, მიმდინარე სეზონში მან „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
საქართველოს ნაკრების რიგებში 2023 წელს კვარაცხელიას ანგარიშზე ოთხი გატანილი გოლია.
კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ივნისში გადავიდა. მისი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.