თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსზე" 2023 წლის ოქტომბერში სატრვირთო ტრანსპორტის გატარების მხრივ რეკორდი დამყარდა, ნათქვამია რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში Telegram-ში.
საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსი" 2023 წელს გადაეწყო, რათა დააკმაყოფილოს გაზრდილი ტვირთნაკადი რუსეთსა და სომხეთს, ასევე საქართველოსა და თურქეთს შორის (ტვირთნაკადის ნაწილი რუსეთსა და ბოლო ორ ქვეყანას შორის საზღვაოდან სახმელეთოზე გადავიდა). საგზაო ხაზები საკონტროლო პუნქტზე, რომელიც 15 ივნისს გაიხსნა, 15-დან 39-მდე გაიზარდა.
„2023 წლის ოქტომბერში სატვირთო ტრანსპორტის გაშვების მხრივ რეკორდი დაფიქსირდა - 1,5 ათასი ავტომობილი დღე-ღამეში", - ნათქვამია განცხადებაში.
ამჟამად რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო და "როსგრანსტროი" "ზემო ლარსის" რეკონსტრუქციის პროექტს ახორციელებენ. როგორც უწყებაში აღნიშნეს, სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
„ინფრასტრუქტურის მოწყობამ საშუალება მოგვცა, სასაზღვრო გასასვლელის გამტარუნარიანობა დღე-ღამეში 2,5 ათას სატრანსპორტო საშუალებამდე გაგვეზარდა და არის კიდევ გაზრდის პერსპექტივა", - აღნიშნეს ტრანსპორტის სამინისტროში.
საკონტროლო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი"-"ზემო ლარსი" ერთადერთი სახმელეთო გამტარი პუნქტია საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს.