თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. იტალიური „ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე 30 პრეტენდენტს შორის მოხვდა, ნათქვამია პრემიის სოციალური ქსელი Х-ის ოფიციალურ ექაუნთში.
ჯილდოს გადაცემის ცერემონია 2024 წლის 19 იანვარს დუბაიში გაიმართება. პრემიის ამჟამინდელი მფლობელია ფრანგი ფეხბურთელი, საუდის არაბეთის კლუბი „ალ ოთოჰადის" თავმდამსხმელი ქარიმ ბენზემია.
საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე ასევე წარდგენილი არიან ხულიან ალვარესი, რუბენ დიაში, როდრიგო, ბერნარდუ სილვა, ლუკა მოდრიჩი, კარიმ ბენზემა, ლიონელ მესი, ვიქტორ ოსიმჰენი, კრიშტიანუ რონალდუ, მოჰამედ სალაჰო და სხვ.
Globe Soccer Awards-ის პრემია ევროპული საფეხბურთო კლუბების ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული. პრემია 2010 წლიდან გაიცემა.