თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 21 ნოემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
მთაწმინდის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას, ჩიტაძის, ჭონქაძის, ჩაიკოვსკის, ვეძინის, ბათუ კრავეიშვილის, კოტეტიშვილის, დიმიტრი ყიფიანის, სერგო ფარაჯანოვის, ბესიკის, პაოლო იაშვილის, ბერიძის, არსენას, მესხის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას, ჩიტაძის, ჭონქაძის, ჩაიკოვსკის, ვეძინის, ბათუ კრავეიშვილის, კოტეტიშვილის, დიმიტრი ყიფიანის, სერგო ფარაჯანოვის, ბესიკის, პაოლო იაშვილის, ბერიძის, არსენას, მესხის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მეფე არჩილის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მაზნიაშვილის, სუნდუკიანის, კუკური ჭოხონელიძის და თამაზ გამყრელიძის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის, ყიფშიძის, გაბაშვილის და ლეოპოლდ ბილფელდის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.