იგეგმება სამშენებლო ამნისტია, რომელიც დაახლოებით მილიონ მოქალაქეს შეეხება

მოქალაქეები აღარ იქნებიან ვალდებული, გაიარონ ლეგალიზაციის რთული და ხარჯიანი პროცედურა.
Sputnik
თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს სამშენებლო ამნისტიის პროექტის შემუშავება დაავალა, რომელიც დაახლოებით ერთ მილიონ მოქალაქეს შეეხება.
საუბარია კერძო მიწის ნაკვეთებზე შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე აშენებულ ნაგებობებზე. მთავრობაში დარწმუნებული არიან, რომ ეს გადაწყვეტილება მომავალში სახლების უკანონო მშენებლობის პრაქტიკას აღმოფხვრის.
„მეორე მხრივ, მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ინდივიდუალური სახლები სოფლად ან ქალაქად, რომლებზედაც არ გაცემულა სამშენებლო დოკუმენტაცია, აღარ იქნებიან ვალდებულნი, გაიარონ ლეგალიზაციის რთული და ხარჯიანი პროცედურა“, – ნათქვამია მთავრობის პრეს–სამსახურის განცხადებაში.
იუსტიციის მინისტრი პროექტს მთავრობის სხდომაზე უახლოეს მომავალში წარადგენს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს