წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიამ პრობლემები შექმნა

საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
Sputnik
თბილისი, 19 ნოემბერი - Sputnik. ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა, იუწყება „პირველი არხი“.
ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერმა ქარმა კერძო სახლებს და საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, წაქცეულია ასწლოვანი ხეები. ასევე ქალაქ ჯვარში დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც ელექტროენერგია მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდებოდა. დროისთვის ელექტროენერგია სრულად აღდგენილია.
საქართველოში ამინდი გაუარესდება - მთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი >>
წალენჯიხის მერის წარმომადგენლების ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დილიდან ხორციელდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. დაწყებულია ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახურავების ნარჩენებისგან გასუფთავება და გადახურვისთვის მომზადება.
ზარალის ზუსტი ოდენობა ამ დროისთვის უცნობია. სპეციალური კომისია ითვლის ზარალს და სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან მოხდება შესაბამისი თანხების მობილიზება, დაზიანებული ობიექტების გადახურვა. მანამდე სახლები ალტერნატიული მასალით გადაიხურება.
რაც შეეხება უახლოესი დღეების ამინდს, სინოპტიკოსები 20-დან 22 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ - მოსალოდნელია წვიმა, მთიან რაიონებში თოვლი, ზოგან ქარბუქი, შტორმი ზღაზე და ძლიერი ქარი.