თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 20 ნოემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი სამადლოს (ნაწილობრივ, სოფელი ლისის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), პოლიტკოვსკაიას (ნაწილობრივ), თამარაშვილის, კარტოზიას, შალვა ნუცუბიძის, ზაქარიაძის, ფერდინანდ თავაძის, პეტრიწის, მეფე არჩილის და ლეო კვაჭაძის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეკლოს, ტირიფონის, ჩაისუბნის, ბუხაიძის, გუმბრის, ანთელავას, ურიცკის, თოიძის, გედევანიშვილის, კუმისის, შალვა მჭედლიშვილის, ფშავის, ხეთაგუროვის, როსი მანჯგალაძის, მიხეილ მესხის, ხუდადოვის, ნოე ჩხიკვაძის, არგვეთის, მანგლისის, ტყეშელაშვილის და სოლომონ ქურდიანის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალას, სოფელი ჭალას, მარნეულის, ჭალადიდის და სოღანლუღის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერიძის, ინგოროყვას, ჩაიკოვსკის, ჩიტაძის და ჭონქაძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), ქერჩის, გმირ კურსანტთა, მამკოდის, მორეტის და ვართაგავას ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, წყნეთის, ყიფშიძის, გაბაშვილის და ლეოპოლდ ბილფელდის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭყონდიდელის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.