მსოფლიო დღეს

მოლდოვის პრეზიდენტის ძაღლმა ავსტრიის პრეზიდენტს უკბინა - ფოტო

Sputnik
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. მოლდავეთის პრეზიდენტ მაია სანდუს ძაღლმა ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენს უკბინა, წერს გაზეთი Exxpress.
გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრიის პრეზიდენტი კიშინიოვში ხუთშაბათს ჩავიდა სამუშაო ვიზიტით. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სანდუ და ვან დერ ბელენი მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში სეირნობდნენ. ვან დერ ბელენმა სცადა, ძაღლისთვის თავზე ხელი გადაესვა, მაგრამ მან უკბინა.
მაია სანდუმ მომხდარისთვის მაშინვე ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ ძაღლი ხალხმრავლობამ დააფრთხო და ამიტომ ასეთი ფორმით დაიცვა თავი.
ექიმებმა ვან დერ ბელენს ხელი დაუმუშავეს და პლასტირით შეუხვიეს. ავსტრიის ლიდერი , რომელსაც თავადაც ჰყავს მეტისი ძაღლი სახელად იული, თავს კარგად გრძნობს.
სანდუს ძაღლი სახელმწიფოთა ლიდერების ერთადერთი შინაური ცხოველი არ არის, რომელიც მსგავსი ინციდენტის მონაწილე გახდა. მაგალითად, ჯო ბაიდენის ძაღლმა კომანდერმა, New York Post-ის ცნობით, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის შვიდი აგენტი დაკბინა, რომელთაგან ერთი საავადმყოფოშიც კი გადაიყვანეს.