მსოფლიო დღეს

სი ძინპინი: ჩინეთი აშშ-ის ჩანაცვლებას არ აპირებს

Sputnik
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ჩინეთი არ დებს ფსონს შეერთებული შტატების დამარცხებაზე და არ ცდილობს მის ჩანაცვლებას, განაცხადა ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა ამერიკელი მეგობარი ჯგუფების მისასალმებელ ბანკეტზე, იტყობინება ჩინური სააგენტო Xinhua.
მანამდე სი ძინპინი სან-ფრანცისკოში მიმდინარე აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე (APEC) აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა და მოლაპარაკებები გამართა მასთან.
„ჩინეთი არასდროს დებს ფსონს იმაზე, რომ შეერთებული შტატები წააგებს, არასდროს ერევა შეერთებული შტატების საშინაო საქმეებში და არ ცდილობს შეერთებული შტატების გამოწვევას ან მის ჩანცვლებას. აშშ-მა ასევე არ უნდა დადოს ფსონი იმაზე, რომ ჩინეთი დამარცხდება, ან ჩაერიოს ჩინეთის შიდა საქმეებში“, — აღნიშნა სიმ.
მისი თქმით, ჩინეთი სიამოვნებით აკვირდება შეერთებული შტატების განვითარებასა და კეთილდღეობას.
აშშ-ჩინეთის ორმხრივ ურთიერთობებში მზარდი დაძაბულობის მიუხედავად, ბოლო თვეებში სი ძინპინმა არაერთხელ გაუსვა ხაზი ჩინეთსა და აშშ-ს შორის „ჯანსაღი და სტაბილური“ ურთიერთობის მნიშვნელობას. მისი თქმით, ჩინეთისა და შეერთებული შტატების ინტერესები „მჭიდროდ არის გადაჯაჭვული“, რომ კაცობრიობის მომავალი და ბედი დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებენ თუ არა ეს ქვეყნები თანაცხოვრების სწორი გზის მოძიებას.
წყარო: Xinhua