თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 16 ნოემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), ზემო ალექსეევკის დასახლების, შალვა დოლიძის, იგოთის, კაცხის და შალვა ლოლაძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), პეტრიწის, მეფე არჩილის და დიდგორის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), სამტრედიის, სტანისლავსკის, ვახუშტი ბაგრატიონის, ფოთის და ქუთაისის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა, შეშელიძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ბადრი კობახიძის, თეთრი ტბის, გიორგი ბაბილოძის, ნუგზარ კალანდაძის, ხუდია ბორჩალოელის, ხოჭის ტბის, ომარ ხიზანიშვილის, რამაზ გოგიაშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის და ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ახმეტის, მღვდელი თეოდორე ჩიხლაძის, გუთნის, ხახანაშვილის და წინანდლის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.