მსოფლიო დღეს

ფაშინიანი: სომხეთი ახალ პარტნიორებს ეძებს

Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. სომხეთი ეძებს პარტნიორებს, ვინც იარაღს მოგვაწვდის, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
„ჩვენ ვამრავალფეროვნებთ ჩვენს ურთიერთობებს უსაფრთხოების სფეროში, რადგან ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის ობიექტური მიზეზების გამო, არ შეუძლიათ, რომ იარაღი და საბრძოლო მასალა მოგვყიდონ. ჩვენ ამაზე ღიად და პირდაპირ ვსაუბრობთ", — თქვა ფაშინიანმა პარლამენტში მთავრობის საათზე გამოსვლისას.
ამასთან პრემიერმა პარტნიორებს სთხოვა, არ განაწყენდნენ იმაზე, რომ ერევანი სხვა პარტნიორებს ეძებს და პოულობს, „ცდილობს დადოს ხელშეკრულებები, შეიძინოს იარაღი და სამხედრო ტექნიკა“.
რაც შეეხება ქვეყნის სტრატეგიულ კურსს, ფაშინიანის თქმით, სომხეთი არ აპირებს რაიმეს შეცვლას მანამ, სანამ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (CSTO) არ გავა.
ამასთან მან იქვე განმარტა, რატომ არ დაესწრო სომხური მხარე CSTO-სა და დსთ-ის ეგიდით გამართულ ღონისძიებებს. პრემერის თქმით, ამის მიზეზი ის იყო, რომ CSTO-მ სათანადოდ არ ირეაგირა სომხეთის უსაფრთხოებისთვის საშიშროებაზე და აქედან გამომდინარე, ქვეყნის მოსახლეობას არ ესმის, რატომ უნდა მიიღოს სომხეთის ხელმძღვანელობამ ამ ღონისძიებებში მონაწილეობა და მერე იქიდან ხელცა რიელი დაბრუნდეს.
როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, ერევანი არ ამზადებს ნიადაგს CSTO-დან გასასვლელად, მაგრამ საკუთარ თავსაც და ბლოკსაც „ფიქრის დროს“ აძლევს, რათა შემდგომი ნაბიჯები განსაზღვრონ.
წყარო: „Sputnik სომხეთი“