თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა ა(ა)იპ-ის წესდების საწინააღმდეგოდ, რომლითაც მათ ევალებოდათ კეთილსინდისიერად გაძღოლოდნენ ორგანიზაციის საქმიანობას და ქონება გამოეყენებინათ მხოლოდ საწესდებო მიზნებისათვის, მიიღეს გადაწყვეტილებები, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს 452.187 ლარის ღირებულების მოძრავი ქონება.
ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულებმა საზოგადოების ხელმძღვანელობის პერიოდში მიიღეს ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებები, რომლის შედეგად ა(ა)იპ-ის უძრავი ქონება გადაეცა სხვა იურიდიულ პირებს, რამაც ჯამში გამოიწვია 3 მილიონი ლარის ოდენობის ზიანი.
საქმე საქართველოს პროკურატურას გადაეცა.