საქართველოში შაქრის იმპორტზე გადასახადი დაწესდა

დადგენილება ძალაში შედის 20 ნოემბრიდან და იმოქმედებს 2024 წლის 1 ივლისამდე.
Sputnik
თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში 2023 წლის 20 ნოემბრიდან შაქარზე იმპორტის გადასახადი ამოქმედდება, იუწყება მედიაპლატფორმა BMG მთავრობის დადგენილებაზე დაყრდნობით.
დოკუმენტის თანახმად, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტი 1 კილოგრამზე 40 თეთრით დაიბეგრება, ანუ ყოველი 1 ტონა შაქრის იმპორტის გადასახადი 400 ლარი იქნება.
გამონაკლისია შაქარზე გაცემული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატ EUR.1-ის ან წარმოშობის დეკლარაციის საფუძველზე საგადასახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევები.
ამასთან, დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ შაქრის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებაზეც, რომლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება დაიწყო ამ დადგენილების გამოქვეყნებამდე.
დადგენილება, რომელიც მთავრობამ 10 ნოემბერს მიიღო, ძალაში შედის 20 ნოემბრიდან და იმოქმედებს 2024 წლის 1 ივლისამდე.