თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრობრუნვა 2023 წლის იანვარი–ოქტომბერში, გასულიწლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16,2%-ით გაიზარდა და 17,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 12,7 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2022 წლის იანვარი–ოქტომბერთან შედარებით 18%-ით მეტი.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარი–ოქტომბერი
მაჩვენებელი | მოცულობა, მლნ დოლარი | Рост, % |
ექსპორტი | 5.102,7 | 12,5 |
იმპორტი | 12.683,4 | 17,8 |
სულ | 17.786,1 | 16,2 |
ექსპორტმა შეადგინა 5,1 მლრდ დოლარი, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 12,5%-ით მეტია.
2023 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 7,6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ათი თვის მაჩვენებელთან შედარებით 21,7%-ით მეტია.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 32,8%-ით გაიზარდა და 19 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ხოლო ქართული პროდუქცია გასულ წელს დაახლოებით 5,6 მილიარდი დოლარის ოდენობით იყო ექსპორტირებული – თითქმის 32%-ით მეტი 2021 წელთან შედარებით.
გასულ წელს ქვეყანაში 13,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, რაც 2021 წელთან შედარებით 33,2%-ით მეტია.