ბრძოლა „ქურდულ სამყაროსთან“: აჭარაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

აჭარაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. პოლიცია აჭარაში სპეცოპერაციას ატარებს – აკავებენ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
მასმედიის ინფორმაციით, საქმეში საზღვარგარეთ მყოფი რამდენიმე ე.წ. კანონიერი ქურდი ფიგურირებს. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს