თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. ბათუმი-თბილისის რეისზე მოძრაობა განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
მოძრაობა თითქმის ერთი საათის განმავლობაში იყო შეფერხებული.
ბათუმი-თბილისის რეისზე მოძრაობა მაღალი ძაბვის ქსელზე შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო შეფერხდა.