თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. წალენჯიხაში მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც მართვის მოწმობის მქონე არასრულწლოვანი მართავდა, საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი მეორე სართულზე ასასვლელ კიბეებზე გაჩერდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლს მუხრუჭისა და გაზის სატერფულები აერია.
მანქანაში მყოფი ორივე არასრულწლოვანი კლინიკაშია გადაყვანილი.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება.